უფროსი აუდიტორი
26-11-2026 - 27-11-2027

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია ECOVIS Georgia აუდიტისა და სხვა მარწმუნებელი მომსახურებების დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას უფროსი აუდიტორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კლიენტის  ძირითადი ბიზნეს პროცესების შესწავლის პროცესის ხელმძღვანელობა და  წარმართვა კომპანიის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
  • აუდიტის გეგმის შედგენამდე მეთოდოლოგიით განსაზღვრული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობის მიღება და კონტროლი;
  • აუდიტის გეგმის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • აუდიტორული მტკიცებულებების შექმნა-მოპოვებაში მონაწილეობის მიღება;
  • აუდიტორების და სტაჟიორების საქმის ზედამხედველობა და ტრენინგი სამუშაო პროცესში;
  • დასკვნის გაცემამდე პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
  • მენეჯერის/პარტნიორის მიერ პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
  • კომპანიის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ოთხწლიანი აუდიტორად მუშაობის გამოცდილება;
  • ACCA პირველი ეტაპის სერტიფიკატი;
  • საოფისე პროგრამები  (პრიორიტეტულია ექსელის ფლობა მაღალ დონეზე);
  • აუდიტის საერთაშორისო  სტანდარტებში პრაქტიკული ცოდნა;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება და ხშირად გამოყენებადი სტანდარტების მაღალ დონეზე ფლობა.

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
  • სამუშაო საათები: 09:00 – 18:00
  • ანაზღაურება: შეთანხმებით, დამოკიდებულია აუდიტორის რანგზე
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ., #5 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)

დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • Ecovis Georgia გთავაზობთ სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო გარემო-პირობებს;
  • გრძელვადიანი კარიერის დაგეგმვას;
  • სამუშაო განაკვეთისა და უნივერსიტეტის გრაფიკის შეთავსებას;
  • კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
  • კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
  • თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა;
  • პროფესიული სწავლების დაფინანსებას;
  • სამედიცინო დაზღვევას.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!